რეზონანსი
(20.11.2025)

ამერიკა უკრაინას ტერიტორიების დათმობას სთხოვს; ვაშინგტონი მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიებად აღიაროს - უკრაინაში ომის დასრულების "ტრამპის გეგმის" სკანდალურ დეტალებს Axios-ი ასაჯაროებს.

გამოცემის ცნობით, ამერიკული მხარის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ პირობებს შორისაა: დონბასის აღმოსავლეთი ნაწილის დათმობა, მათ შორის, ამჟამად უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიების; აშშ-სა და რამდენიმე ქვეყნის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთის ტერიტორიად აღიარება; დემილიტარიზებული ზონის შექმნა; უკრაინული არმიის რაოდენობისა შემცირება და უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების შეზღუდვა; ხერსონიდან და ზაპოროჟიედან რუსული ძალების ნაწილობრივი გაყვანა; რუსული ენის უკრაინის ოფიციალურ სახელმწიფო ენად აღიარება.

ამ დროს ომის დასრულების საკითხზე თურქეთში ჩასული ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკულ მხარესთან შეხვედრა არ შედგა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრის გადადების ინიციატორი სტიფ უიტკოფი იყო, რადგან გაირკვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ იყო დაინტერესებული ამერიკული მხარის მიერ მომზადებული სამშვიდობო გარიგებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე