რეზონანსი
(19.11.2025)

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ერთმანეთს ჯერ "ტოიოტასა" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, შეჯახების შემდეგ კი "ფოლკსვაგენი" გაჩერებაზე ავარდა და რკინის სკამი მოანგრია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე