რეზონანსი
(18.11.2025)

დედოფლისწყაროში 45 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - როგორც ცნობილია, შემთხვევა დღეს დილით, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

მეზობლების თქმით, კაცი ბოლო პერიოდში უბანში არ გამოჩენილა. სანახავად მისულ ძმას კი ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე