რეზონანსი
(18.11.2025)

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მდინარე დეხვას ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



