რეზონანსი
(15.11.2025)

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგია აუცილებელი.
ჯეი დი ვენსის თქმით, უსაფუძვლოა ოპონენტთა არგუმენტები, რომლებიც თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან საუბრის გამო აკრიტიკებენ, რადგან მშვიდობის დასამყარებლად დიალოგია საჭირო.
„ბევრი აკრიტიკებს პრეზიდენტ ტრამპს პუტინთან საუბრის გამო, მაგრამ, თუ გინდა მშვიდობის მიღწევა, დიალოგი აუცილებელია. პრეზიდენტი ფოკუსირებულია მშვიდობაზე, რადგან კარგად იცის, რომ კონფლიქტები დესტაბილიზაციას იწვევს“, - განაცხადა ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



