რეზონანსი
(12.11.2025)

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე, BMW-ს მარკის ავტომობილი 10 წლის ბავშვს იმ დროს დაეჯახა, როცა მოზარდი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. 

შემთხვევის დროს დაშავებული პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკიდან უკვე გაწერილია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე