რეზონანსი
(09.11.2025)

თერჯოლაში ნანგრევებში მოყოლის შედეგად 15 წლამდე მოზარდი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ავტოფარეხის ნანგრევებში მოჰყვა, რომელიც ამორტიზებული იყო.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



