რეზონანსი
(08.11.2025)

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში დაბრუნებას ეხმაურება და მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც მადლიერებითა და სოლიდარობით მიიღეს.

„სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება და სიყვარული მრავალ კეთილ ადამიანს და მეგობარს საქართველოში, რომლებმაც მადლიერებითა და სოლიდარობით მიმიღეს“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ორი დღის წინ, უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიპლომატი საქართველოში დაბრუნდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე