რეზონანსი
(04.11.2025)

უკრაინას შეუძლია გერმანიის ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან უკრაინელები იცავენ თავიანთ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ნატო-ში გერმანიის დელეგაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ნატო-ში გერმანიის ელჩი, დეტლეფ ვახტერი დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„ომის დაწყებიდან მოყოლებული, გერმანია მხარს უჭერს უკრაინას 40 მილიარდი ევროს ოდენობის გადამწყვეტი სამხედრო დახმარებით, მათ შორის PATRIOT-ის სისტემებით უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. გერმანია ასევე აფინანსებს 500 მილიონი დოლარის ღირებულების სასწრაფოდ საჭირო სამხედრო აღჭურვილობის პაკეტს ნატოს PURL ინიციატივის ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დელეგაციაში ხაზს უსვამენ, რომ უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს, არამედ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში.

„როგორც ნატო-ს მოკავშირეები, გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას. უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს, არამედ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე