რეზონანსი
(04.11.2025)

პოლონეთში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათვე ცნობით, დაკავებულები არიან 32 წლის საქართველოს და 33 წლის უკრაინის მოქალაქეები.
პოლიციის ინფორმაციით, საქმეზე ბრალდებულები გასულ კვირას რიკის ოლქის, კლოჩევის მუნიციპალიტეტში მდებარე სახლში შეიჭრნენ, საიდანაც ოქროს სამკაულები და ფული მოიპარეს, ქურდობისას კი სახლის ავეჯი დააზიანეს.
დაკავებულებს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



