რეზონანსი
(04.11.2025)

მარნეულში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევა დღეს საღამოს, მე-5 სკოლასთან მოხდა, რა დროსაც BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებული მოსწავლე სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



