რეზონანსი
(03.11.2025)

„რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება - შესაბამის განკარგულებას „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. გადაწყვეტილება საბოლოოდ მიხეილ ყაველაშვილმა უნდა დაადასტუროს

ავალიანმა „რუსთავი2“-ის დირექტორის თანამდებობა 10 ივნისს დატოვა. ის ამ პოსტზე ბაკურ ბაკურაძემ ჩაანაცვლა. 2021 წლამდე ვაკო ავალიანი „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა

მანამდე, 2012 წლიდან 2014 წლამდე ავალიანს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოზიციას, 2014 წლის 13 თებერვლიდან კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე