
ბრიუსელი ჩვენ მიერ სანქციების სისტემის დაცვას დაფინანსებული პროპაგანდით პასუხობს, რაც მათ საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოს რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციები დაწესებული არ აქვს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა საქართველოს ვალდებულება, არამედ საქართველოს კეთილი ნებაა.
„როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას მის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ ბრიუსელის საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს. ამაზე ითქმის, მადლობის მაგიერიო“, - წერს პაპუაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



