რეზონანსი
(30.10.2025)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში 43 წლის მამაკაცმა ერთი ადამიანი მოკლა, ყოფილი მეუღლე კი დაჭრა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებულმა პირმა თანასოფლელ კაცს შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ესროლა ქალსაც, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ცეცხლსასროლი იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება შურისძიების მოტივით ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: mak.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე