რეზონანსი
(29.10.2025)
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად ოთხი პირობა დაასახელა.
როგორც ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინის სამშვიდობო პროცესში და პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთთან.
ორბანი ემხრობა უკრაინასთან ევროპის სტრატეგიულ პარტნიორობას და არა ევროკავშირში მის გაწევრიანებს.
უნგრეთის პრემიერი ასევე ითხოვს ევროპაში რესურსების შენარჩუნების მიზნით უკრაინის დაფინანსების მინიმუმამდე შემცირებას. ის ასევე მოითხოვს, რომ ბრიუსელმა პატივი სცეს წევრი ქვეყნების არჩევანს ენერგოუსაფრთხოების კუთხით.
ორბანი რუსეთთან კონტაქტების გაწყვეტას კატასტროფულ შეცდომას უწოდებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



