რეზონანსი
(29.10.2025)

 

 მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიძეს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 300 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ექს მაღალჩინოსანს თანხის გადასახდელად 30 დღე მისცეს. ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთადა პირადობის მოწმობა და პასპორტი ჩამოერთვა. 

დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაირკვა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების თხოვნით.

„როგორც სასამართლოდან გვაცნობეს, ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება გირაოს ოდენობას, ჩვენი მოსაზრებით, არის არაადეკვატურად დიდი და ამაზე დასაბუთებული მსჯელობა გვექნება სასამართლო პროცესზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, ითხოვენ 300 000 ლარის შეფარდებას გირაოს სახით,“ – განაცხადა ტაბიძის ადვოკატმა .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე