რეზონანსი
(28.10.2025)

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარტიების აკრძალვის თაობაზე ხელისუფლების საკონსტიტუციო სარჩელს.
„სწორად გეშინიათ „ძლიერი საქართველოსი“. მაინც გაგისტუმრებთ!!!“ - წერს ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს და სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



