რეზონანსი
(28.10.2025)

თურქეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ცნობით, ეპიცენტრი ბალიქესირის პროვინციაში იყო. ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლში, ბურსასა და იზმირში.

მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, ამის ამსახველი ფოტოები ადგილობრივ ტელეგრამ-არხებში ვრცელდება. ცნობილია, რომ შენობების ნაწილი ჩამოინგრა ბალიქესირის პროვინციის სინდირის რაიონში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე