რეზონანსი
(27.10.2025)

რესტორან „ქვევრის" მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება.
„ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და "ქართული ოცნების" დიდ ოჯახისთვის.ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!",- წერს კახა კალაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



