რეზონანსი
(25.10.2025)

ირლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კეტრინ კონოლიმ გაიმარჯვა.

ირლანდიური მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემის მიხედვით, 68 წლის კონოლიმ ამომრჩეველთა ხმების 63%-ი დააგროვა.

მისი მეტოქე იყო სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ჰეზერ ჰამფრისი, რომელსაც მხარი დაუჭირა საარჩევნო უბანზე მისულმა მოქალაქეთა 29%-მა.

ამასთანავე, არჩევნების წინასწარი შედეგებით, ირლანდიის ისტორიაში პირველად ბიულეტენების 13%-ზე მეტი გაბათილდა. კეტრინ კონოლის გამარჯვება უკვე მიულოცა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიჰოლ მარტინმა.

ირლანდიაში არჩევნები 24 ოქტომბერს გაიმართა. ცნობისთვის, კეტრინ კონოლი ირლანდიის პარლამენტში ერთ-ერთ ყველაზე პრო-პალესტინურ პოლიტიკოსად ითვლება. მან კოალიციის ფორმირება ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გაერთიანების გზით შეძლო.

ირლანდიაში პრეზიდენტის პოსტი ცერემონიალურია, თუმცა ადგილობრივმა მედიამ კონოლის გამარჯვება მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის სირცხვილად შეაფსა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე