რეზონანსი
(25.10.2025)

რუსთაველის გამზირზე, გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის დაკავებული აქტივისტებიდან მოსამართლეებმა გიორგი სიხარულიძეს 3 დღით, ნიკა პატარაიას კი 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

რაც შეეხება ანა ლომიძეს, მას მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

აღნიშნული პირები სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე