რეზონანსი
(25.10.2025)

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. როგორც მან იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ვერანაირი „ვითომ კანონები“ პროტესტს ვერ გააჩერებს და პროცესი ხალხის გამარჯვებით დასრულდება“.
სანაიას შსს რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



