რეზონანსი
(24.10.2025)

აბაშასთან რამდენიმე წუთის წინ უმძიმესი ავარია მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა, აქედან ერთი საქორწილო მანქანაა წითელი ლენტებით

თვითმხილველის თქმით, დაშავებულია 10 პირი,რომლებიც სხვადასხვა ავტომობილებში ისხდნენ. აქედან 3-ს ადგილზე გაეწია დახმარება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფოს ბრიგადები. სასწრაფოს დაშავებული 7 პირი სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავს.

საავტომობილო გზა ნაწილობრივ გადაკეტილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე