რეზონანსი
(24.10.2025)

სასამართლომ ლიკა ბასილაია-შავგულიძე ხუთდღიან პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
სახელმწიფო ბრალდება ლიკა ბასილაიას გზის „უკანონო გადაკეტვას“ ედავებოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე პოლიციამ 22 ოქტომბერს იმ დროს დააკავა, როცა ის დაკავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



