რეზონანსი
(24.10.2025)

დაკავებულია ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. როგორც ჩიქოვანის დედა, დოდო შონავა სოციალურ ქსელში წერს, მისი რძლის და შვილის დაკავების შესახებ პოლიციამ შეატყობინ.
„ახლა დამირეკეს პოლიციიდან კვლავ, ვასკას დაკავების თაობაზე. სამი მცირეწლოვანის ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო“, - წერს ჟურნალისტი დოდო შონავა სოციალურ ქსელში.
დღეს პოლიციამ უკვე 13 ადამიანი დააკავა. დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



