რეზონანსი
(24.10.2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება ყოფილი პრემიერიც. მას პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის სასამართლოს შენობაში ცენტრალური შესასვლელის ნაცვლად, გვერდითა შესასვლელიდან შეიყვანეს.
ის სხდომათა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს მიესალმა და შემდეგი რეპლიკით მიმართა: „ხომ არ გავცვალოთ ადგილები?“
ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესებს თბილისის ყოფილი პროკურორი და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიშა შაყულაშვილი იცავს.
ბრალდებულ ყოფილ პრემიერს შაყულაშვილის გარდა კიდევ ორი ადვოკატი იცავს - ამირან გიგუაშვილი და ლალი გელაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



