რეზონანსი
(24.10.2025)

ირაკლი ღარიბაშვილის საქმე მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს დაეწერა - სწორედ ბარბაქაძემ უნდა იმსჯელოს დღეს ყოფილი პრემიერისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე.

ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პროკურატურა 1 მლნ ლარის გირაოს ითხოვს - როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, მათ ამ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.  

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება რამდენიმე წუთის წინ წარედგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე