რეზონანსი
(24.10.2025)

პროტესტი მილევად რეჟიმშია. როგორ შეიძლება პროტესტმა გაძლოს, როდესაც მთლიანად სიცრუეზე, ტყუილზე, სიბინძურეზეა აგებული?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

„პროტესტი მილევად რეჟიმშია. როგორ შეიძლება პროტესტმა გაძლოს, როდესაც მთლიანად სიცრუეზე, ტყუილზე, სიბინძურეზეა აგებული?! ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ აიღონ კადრები, რომლებსაც ასრულებინებენ ყალბ გმირებს, გაავრცელონ თავის მედიასაშუალებებში, სოციალურ პლატფორმებზე, ბრიუსელში კაბინეტებში მიიღონ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე