რეზონანსი
(23.10.2025)

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ეს იყო ორი თვითმფრინავი - გამანადგურებელი და სატრანსპორტო - რომლებიც სამხრეთ-დასავლეთიდან, კალინინგრადის ოლქიდან გამოჩნდნენ.
„ეს არის საერთაშორისო სამართლისა და ლიეტუვის ტერიტორიული სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ", - დასძინა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



