რეზონანსი
(23.10.2025)

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში განთავსებული რუსეთის ასობით მილიარდი დოლარის გაყინული აქტივების ნაწილი უკრაინის, ევროპისა და მათი პარტნიორების იარაღის წარმოების გასაძლიერებლად უნდა იყოს გამოყენებული.

„რუსეთმა ჩვენს მიწაზე ომი მოიტანა და მათ ამ ომისთვის საფასური უნდა გადაიხადონ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერი ბრიუსელში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას ესწრებოდა, სადაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცეს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპულ ქვეყნებს ახალი სანქციებისთვის, ისევე როგორც შეერთებულ შტატებს მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული ენერგეტიკული სანქციებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე