
ჩვენი სურვილი არაა, რომ ვინმე ციხეში მოხვდეს, თუმცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა კანონდარღვევაა. აუცილებელია, რომ ეს ყველამ გაიაზროს, - განუცხადა „ქრონიკას" „იმედის" ჟურნალისტმა ნინი გოგიშვილმა, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე დაზარალდა.
„დღეს მე და ჩემს ოპერატორს დაზარალებულად გვცნეს და დადგენილება გაგვაცნეს ოფიციალურად. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ჩვენი სურვილი არაა, რომ ვინმე ციხეში მოხვდეს, თუმცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა კანონდარღვევაა. აუცილებელია, რომ ეს ყველამ გაიაზროს და სამომავლოდ აღარავინ გადაწყვიტოს კანონის დარღვევა", - აღნიშნა გოგიშვილმა.
პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალი წარუდგინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



