რეზონანსი
(23.10.2025)

სამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. „გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები, სავარაუდოდ, 21-22 წლის ახალგაზრდები არიან. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.
ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



