რეზონანსი
(22.10.2025)

მოსკოვი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს - ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა. სერგეი ლავროვის განცხადებით, ტრამპის მოთხოვნის დაკმაყოფილება ნიშნავს, რომ უკრაინის დიდი ნაწილი ნაცისტების კონტროლქვეშ დარჩება.

„ცეცხლის შეწყვეტა ახლა მხოლოდ ერთი რამის ნიშანი იქნებოდა - უკრაინის უდიდესი ნაწილი ნაცისტური რეჟიმის კონტროლის ქვეშ დარჩებოდა და უკრაინის ეს ნაწილი დედამიწაზე ერთადერთი ადგილი იქნებოდა, სადაც რუსული ენა კანონით მთლიანად აკრძალულია. რომ აღარაფერი ვთქვა იმ ფაქტზე, რომ ეს გაეროს ოფიციალური და მოსახლეობის უმრავლესობის სალაპარაკო ენაა“, - განაცხადა ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე