რეზონანსი
(21.10.2025)

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცის ცხედარს ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე მიაკვლიეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ვარჯიშობდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი მიიმალა. ახლობლები მას 20 ოქტომბრიდან ეძებდნენ. გზის პირას მიაკვლიეს მის ავტომობილსაც.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



