რეზონანსი
(21.10.2025)

სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით კიდევ ერთი აქტივისტი, იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

როგორც დაკავებულის ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა აცხადებს, მისთვის უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან კლდიაშვილს. თუმცა, ის ვარაუდობს, რომ კლდიაშვილი „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ არის დაკავებული.

ყურუასთვის დაკავებულის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. მისი ვარაუდით, კლდიაშვილის მიმართ სასამართლო ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დიდი ალბათობით, დღესვე იმსჯელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე