რეზონანსი
(21.10.2025)

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 3 637 761 827 აშშ დოლარი შეადგინა.

2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2024 წლის მონაცემებს 5.1%-ით გადააჭარბა (176 მლნ აშშ დოლარი).

იანვარ-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ისრაელიდან.

ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა 58.8 მლნ აშშ დოლარით, რაც 12.9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 515.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ისრაელიდან გაიზარდა 107.6 მლნ აშშ დოლარით, რაც 33.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 430.1 მლნ აშშ შეადგინა.

შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

აზერბაიჯანიდან გაიზარდა 41.8 მლნ აშშ დოლარით, რაც 32.8%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 169 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;

საუდის არაბეთიდან გაიზარდა 16.6 მლნ აშშ დოლარით, რაც 15.3%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 124.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა მესამე კვარტალშიც.

2025 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ისტორიული, რეკორდული კვარტალური მაჩვენებელი დაფიქსირდა და 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2025 წლის მესამე კვარტლის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2024 წლის მონაცემებს 6.6%-ით გადააჭარბა (103 მლნ აშშ დოლარი).

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე