რეზონანსი
(20.10.2025)

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აეროპორტის მიმდებარედ მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი დაშავდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
წყარო: "ინფო იმერეთს"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



