რეზონანსი
(20.10.2025)

ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას სხვადასხვა კუთხით, მათ შორის მიგრაციის დეპარტამენტისა და პოლიციის აკადემიის მიმართულებით.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გამოცდილების გაზიარებაზეც.

"ისრაელში ვიმყოფები შინაგან საქმეთა მინისტრის მოწვევით. ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას - როგორც შს აკადემიის, ისე მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების თანამშრომლობის თვალსაზრისით", - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე