რეზონანსი
(20.10.2025)

თბილისიდან ბერლინში კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში არ პასუხობს.
კითხვაზე პასუხის ნაცვლად, გუნტერ კრიჩბაუმმა „ქრონიკასთან“ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. საქართველოში მოვლენების განვითარება ევროპასთან მიმართებით მართლაც იმედგაცრუების მიზეზია. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და მათ მხარს ვუჭერთ, მაგრამ მთავრობისა და ხელისუფლების ქცევა მიუღებელია. ყველა ვარიანტი, მართლაც ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”, - განაცხადა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში გუნტერ კრიჩბაუმმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



