რეზონანსი
(19.10.2025)

აქციის მონაწილეებს, რომელთაც ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს, პოლიციამ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„მოგიწოდებთ გადახვიდეთ გზის სავალი ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები", - მიმართა პოლიციამ მომიტინგეებს.

აღნიშნულ მოწოდებას მოქალაქეები სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა კვლავ გადაკეტილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე