რეზონანსი
(19.10.2025)

გერმანიამ თვეების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ელჩი პეტერ ფიშერი გაიწვია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ევროპამ საქართველოს ზურგი აქცია.
„ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა - ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევა. თუმცა, ქართველი ხალხი მაინც ირჩევს ევროპას, ყოველდღე, გამბედაობითა და იმედით", - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



