რეზონანსი
(19.10.2025)

შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, დონალდ ტრამპისა და ვოდოლიმირ ზელენსკის მოლაპარაკებამ აჩვენა, რომ უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
„თეთრ სახლში, შემდეგ კი ევროპელ ლიდერებთან პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთი რამ აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ევროპის სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - წერს ტუსკი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



