რეზონანსი
(19.10.2025)

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი სოციალურ ქსელში ექსპრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მის ფეისბუქგვერდზე ფოტოები ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.

სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე