დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული რეფორმა განათლების სფეროში - იმედია, მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო სიღრმისეულად განვითარდება. ამ ეტაპზე ყურადღება გამახვილებულია საკმაოდ მნიშვნელოვან ასპექტებზე, მაგალითად - თბილისიდან სტუდენტური ცხოვრების სხვა გეოგრაფიულ ლოკაციებზე დეკონცენტრაციის აუცილებლობაზე. არ შეიძლება სტუდენტობის 85% თბილისზე იყოს მიჯაჭვული - საჭიროა ამ კუთხით, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა ქალაქების გათვალისწინება - წერს სოციალრ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ყურადღება გამახვილებულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - სტუდენტური ცხოვრების თბილისიდან სხვა ქალაქებში დეკონცენტრაციაზე. არ შეიძლება სტუდენტობის 85% დედაქალაქზე იყოს მიჯაჭვული. საჭიროა რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და სხვა რეგიონული ცენტრების ჩართვა ამ პროცესში.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვყავს მეცხრე განათლების მინისტრი. თავისთავად, მხოლოდ ეს ფაქტი მეტყველებს დარგის პრობლემატურობასა და პრიორიტეტულობაზე ერთდროულად. რა მემკვიდრეობაც ხვდა წილად მოქმედ ხელისუფლებას ისეთი განათლების მინისტრების შემდეგ, როგორიც იყო: კახა ლომაია, გია ნოდია, ნიკა გვარამია თუ დიმიტრი შაშკინი - სწორედ ამას ვიმკით უკანასკნელ 12 წელიწადში.
დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული რეფორმა განათლების სფეროში - იმედია, მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო სიღრმისეულად განვითარდება. ამ ეტაპზე ყურადღება გამახვილებულია საკმაოდ მნიშვნელოვან ასპექტებზე, მაგალითად - თბილისიდან სტუდენტური ცხოვრების სხვა გეოგრაფიულ ლოკაციებზე დეკონცენტრაციის აუცილებლობაზე. არ შეიძლება სტუდენტობის 85% თბილისზე იყოს მიჯაჭვული - საჭიროა ამ კუთხით, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა ქალაქების გათვალისწინება.
მთელ რიგ უნივერსიტეტში შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა, რაც საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით, ითხოვს რადიკალური, პრინციპული ნაბიჯების გადადგმას, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან. სწორედ ამ სისტემის არასრულყოფილება არის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ქვეყნიდან საგანმანათლებლო მიგრაციის მიზნით ახალგაზრდობის გადინებისა.
ასევე არ შეიძლება ქვეყანაში მოქმედი
19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი გასცემდეს ერთი და იგივე დატვირთვისა და რანგის მქონე დიპლომს. ზოგი უმაღლესი სასწავლებელი ლამის მთლიანად არის ორიენტირებული უცხოეთიდან ჩამოსულ კონტინგენტზე, ხოლო ძირითადი ყურადღება და უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის.
საინტერესო ინოვაცია დააანონსა პრემიერმა სწავლის ხანგრძლიოვობასთან დაკავშირებით: მიღებულია 3+1 სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება (მედიცინისა და მსგავსი სპეციალობების გამონაკლისით), სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას. წლების განმავლობაში არავის უფიქრია გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის და ეს მიდგომა გადახებვას საჭიროებს.
ასევე არსებითად გაუმართავია ხარისხის მართვის სისტემა. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ხარისხის უზრუნველყოფაზე უმაღლესი განათლების სისტემაში, ხარისხის მართვაზე და აქ არის უამრავი ხარვეზი. მთელი რიგი უმაღლესი სასწავლებელი გადაიქცა პოლიტიკური პოლარიზაციის სამჭედლოდ, როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ასევე სტუდენტობის რიგებში - სადაც ყურადღება ექცევა ყველაფერს, სწავლის დონის ამაღლების გარდა. ამ კუთხით, დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს ხარისხის მართვის სისტემა და აქაც საჭიროა სერიოზული ცვლილებების გატარება.
ასეა თუ ისე, "მატარებელი" დაიძრა და ჩვენი ცხოვრების ამ ურთულეს სფეროში ელემენტარული წესრიგის დამყარების და ძირეული სისტემური რეფორმირების გზაზე - თანადგომით ვუპასუხოთ მოქმედი განათლების მინისტრს და წარმატებები ვუსურვოთ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს ზოგადად.“ - წერს ქართველიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე