ახალ საგანმანათლებლო ინიციატივაზე განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა განათლების მინისტრმა. გივი მიქანაძის განცხადებით, სამინისტრო უკვე მუშაობს სასწავლო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც საშუალო განათლება 12 წლის მაგივრად 11 წლით ჩანაცვლდება.
ინიციატივა შეეხება უმაღლეს სასწავლებლებსაც. უნივერსიტეტები 3+1 სისტემაზე გადადიან, რაც სამ წლიან ბაკალავრიატს და ერთ წლიან მაგისტრატურას გულისხმობს. დაგეგმილია სხვა ცვლილებებიც.
"უმაღლესი განათლების რეფორმა შეუძლებელია განყენებულად იქნეს განხორციელებული, თუ არა ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც დაკავშირებულია პარალელურ რეჟიმში პროფესიული განათლების განვითარება - გაძლიერებასთან და სასკოლო რეფორმასთან. არსებული მოცემულობით, სტუდენტების 85% არიან კონცენტრირებული თბილისში და მხოლოდ 15% სხვა ქალაქებსა და რეგიონებში. შესაბამისად, თბილისთან ერთად, მეორე ცენტრი იქმნება ამ რეფორმის ფორმაციაში და სწორედ ქუთაისი იქნება ის მეორე ცენტრი, რომელიც, თბილისთან ერთად, ძირითად დატვირთვაზე იქნება ორიენტირებული," - განაცხადა გივი მიქანაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე