რეზონანსი
(16.10.2025)

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ კიევისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების შესაძლო მიწოდება არ შეცვლის სიტუაციას ფრონტზე, თუმცა სერიოზულად დააზიანებს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.

„ვლადიმირ პუტინმა კვლავ გაიმეორა თავისი თეზისი, რომ „ტომაჰავკები" არ შეცვლიან ვითარებას ბრძოლის ველზე, მაგრამ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიადგება", - განაცხადა უშაკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე