რეზონანსი
(16.10.2025)

იტალიაში ძარცვის ბრალდებით 16 წლის ქართველი დააკავეს. 

ადგილობრივი მედია წერს, რომ ქართველი არასრულწლოვან სამ ძარცვაშია ეჭვმიტანილი, მეოთხე ძარცვა კი მისთვის უიღბლო აღმოჩნდა. 

მის თანამზრახველებს ამ დრომდე ეძებენ. 

მათივე ცნობით, მასთან ერთად მყოფი პირები სხვადასხვა ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები. 

ცნობისთვის, 2 დღის წინ ბერლინში დააკავეს ძარცვისთვის 15 წლის ქართველი მოზარდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე