რეზონანსი
(15.10.2025)

თურქეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდასხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პოსტი გამოაქვეყნა. ქართველმა ფეხბურთელმა ქართველ გულშემატკივარს ორი წაგებული მატჩის გამო მოუბოდიშა და პირობა დადო, რომ შემდეგ თამაშებში ნაკრების შეცდომას გამოასწორებს.

"პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე  ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით. აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე" - დაწერა კვარაცხელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე