რეზონანსი
(06.10.2025)

გერმანიის ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) რეიტინგი გამოკითხვებში კვლავ იზრდება, მოქალაქეების იმედგაცრუება კი მთავრობით ახალ პიკს აღწევს.

მას მხარს გერმანელთა 26,5% უჭერს. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურმა პარტიამ წინა გამოკითხვასთან შედარების თავისი რეიტინგი 0,5%-ით გაიუმჯობესა.

მეორე ადგილზე პოპულარობით არის კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიცია. მას მხარს 24,5% უჭერს. მესამე ადგილზე მერცის კოალიციის პარტნიორი „სოციალ-დემოკრატიული" პარტია 14,5%-ით.

ონლაინ-გამოკითხვა 2 - 6 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2010 ადამიანმა მიიღო. ცდომილება +/- 2,5% შეადგენს.

ამასობაში, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატიული პარტიის, Linke-ს და მწვანეთა პარტიის მხრიდან, სულ უფრო ხმამაღალი ხმები ისმის გერმანიის უდიდესი ოპოზიციური პარტიის, AfD-ს აკრძალვის სასარგებლოდ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე