რეზონანსი
(02.10.2025)

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ ყაზახეთში გამართულ ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მე-7 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 

მხარეებმა განიხილეს და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო გადაზიდვების წარმოებასა და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. რეგლამენტის მიხედვით, სარკინიგზო ხაზის გამართული ფუნქციონირების,  კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სამომავლოდ ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით, განისაზღვრა:

- სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების წარმოების ოპტიმიზირებული ვადები; 

- რკინიგზებს შორის პასუხისმგებლობის  განაწილების, პროცესში ჩართული მხარეების კოორდინაციისა და ურთიერთკონტროლის  მექნიზმები; 

- სატარიფო პირობები; 

- ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით ინფორმაციული გაცვლის პრინციპები.

სამმხრივ შეხვედრაზე რკინიგზის ხელმძღვანელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებაზე ტვირთმფლობელებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი მიწოდების ვადებია, შესაბამისად ამ საკითხზე მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე